Thursday, April 28, 2011

ჩვენი სოფლის მიდამოებში არსებული სამკურნალო მცენარეები

1.პროექტის სახელწოდება: ჩვენი სოფლის მიდამოებში არსებული სამკურნალო მცენარეები.

2.მთავარი იდეა: ბავშვები უნდა იცნობდნენ სამკურნალო მცენარეებს. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ ან სიფრთხილე გამოიჩინონ მათ მიმართ.

3.პროექტის აქტუალობა:  ზოგჯერ მცენარეული საშუალებები ბევრად უფრო შედეგიანია და ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს. ზოგჯერ პირიქითაა, მაგრამ გამოსაყენებლად უფრო ხელმისაწვდომია და იაფი.

4.მიზნები:       ისწავლონ სწორად შერჩევა მცენარეული  სამკურნალო საშუალებებისა, რადგან არასწორმა მოხმარებამ შეიძლება სავალალო შედეგი მოგვიტანოს.
         დააფასონ ბუნების სიკეთე.

5.მონაწილეთა ასაკი:   9-10 წელი.

6.ვადები/ხანგრძლივობა:  მაისიდან-სექტემბრის ჩათვლით(რადგან ზოგიერთი მცენარის ვეგეტაციის პერიოდი შემოდგომამდე გასტანს).



7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოვაგროვებთ მცენარეებს. შევინახავთ როგორც  ჰერბარიუმის სახით, ასევე სამკურნალოდ  გამოსაყენებელი ფორმით. მცენარეთა მოპოვების დროს არ უნდა ამოვძირკვოთ            ფესვიანად, რომ შემდგომში შეძლოს კიდევ გამრავლება.მოვიპოვებთ ინტერნეტიდან მათი დანიშნულებისა  და გამოყენების ინფორმაციას.
        ზოგჯერ მოპოვებული მცენარე შეიძლება ჩავაბაროთ ფარმაცევტულ საწარმოს, რომ მათ გადამუშავების შემდეგ მისცენ სამკურნალო დანიშნულება.
          ქველმოქმედების მიზნით გავაგზავნოთ მოხუცებულთა დაწესებულებაში.

8.საჭირო ძირითადი რესურსები:
          ა) სალაშქროდ მზადება მცენარეთა მოსაპოვებლად.
          ბ) საჭირო ინვენტარი:საჰერბარიუმე ალბომი,დანა,მაკრატელი, პატარა ნიჩაბი,ნაჭრის ან ქაღალდის პარკები,საშრობი მოწყობილობა,ფოტოაპარატი.


9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
            ა) სალაშქროდ გასვლა ტყისკენ.
            ბ) მცენერეთა მოპოვება
            გ) მცენარეთა დამუშავება (კლასში ან სახლში)
            დ) პროექტის პრეზენტაცია.

 10.საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბოტანიკასთან, ბუნებასთან, მედიცინასთან.
            ე.ს.გ = დაიცვან და შეიყვარონ ბუნება. შეიცნონ მისი საჭიროება ცხოვრებაში.შეიძინონ ის აუცილებელი უნარ- ჩვევა, რომელიც დასჭირდებათ ბუნებასთან ურთიერთობის დროს.

11.ხელმძღვანელი: ნინო თევდორაშვილი

12. ელ-ფოსტა:7nuci7@gmail.com

13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: